საზოგადოებრივი კოლეჯი "აღმაშენებელი"

ამოცანები

საზოგადოებრივი კოლეჯი დასახული მიზნების განსახორციელებლად:

ა) ამზადებს პროფესიულ სტუდენტებს პროფესიული მოღვაწეობისათვის;

ბ) ზრუნავს როგორც პროფესორ - მასწავლებლების ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

გ) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების საჭიროებებსა და ქმნის მათთვის  სწავლის საშეღავათო პირობებს;

დ) ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტისა და ხელოვნების განვითარებას, სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;

ე) თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორც პროფესიულ სტუდენტებში ასევე საზოგადოებრივი კოლეჯის პერსონალში;

ზ) უზრუნველყოფს განათლების  ღიაობის და პროცესის გამჭვირვალეობას;

თ) ქმნის ყველა პირობას პროფესიული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სწავლისა და სწავლების აკადემიურ თავისუფლებისათვის;

ი) უზრუნველყოფს პროფესორ - მასწავლებელთა, სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

კ) უზრუნველყოფს რელიგიურ და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს სასწავლო პროცესის განხორციელებაში.