საზოგადოებრივი კოლეჯი "აღმაშენებელი"

მიზნები

საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნებია:

ა) განახორციელოს საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ) ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას;

გ) საკუთარი საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში და საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებით მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, შიდა და საგარეო  შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;

დ) შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება დაინტერესებულ პირებს;

ე) შეუქმნას სტუდენტებს განათლების მისაღებად მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი  გარემო;

ვ) შეიმუშაოს  და პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზოს მასზე ორიენტირებული და მისი ინტერესებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელებით სტუდენტისათვის უზრუნველყოფილი იქნება მისი პიროვნული პოტენციალის რეალიზება;

ზ) შექმას გარემო სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებლის მობილობისათვის;

თ) მოახდინოს საზოგადოებრივი კოლეჯის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში.